1732262182
ადამიანები კუმირებს ტელეეკრანზე ეძებენ, ნამდვილი კერპები კი სახლში ჰყავთ... ამიტომ მინდა, ჩემი შვილებისთვის ვიყო მაგალითი - მარადონას შვილის ემოციური მოგონება
მარადონა 32 წლის წინ თამაშობდა "ნაპოლიში", თუმცა ის ქალაქის ნამდვილ ღმერთად იქცა. დღემდე დიეგო ნეაპოლელებისთვის კუმირია. კაფეებში, რესტორნებში, მაღაზიებში, უბრალოდ ქუჩებში - ყველგან მის ფოტოს შეხვდებით. დიეგოს სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა. ალბათ ყველაზე რთულია მარადონაზე შეყვარებულ ასეთ გულშემატკივარს თავი დიეგოსთან გაათანაბრებინო. ეს ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო.
"კვარადონა" ხვიჩას სწორედ ნეაპოლელებმა შეარქვეს და ისე შეიყვარეს როგორც დიდი დიეგო. მის გულშემატკივართა შორის არის თავად ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას შვილი.
დიეგო მარადონა უმცროსი ნეაპოლში დაიბადა, ახლაც ამ ქალაქში ცხოვრობს და შესაბამისად ისიც დიდი გულშემატკივარია კლუბის, რომელიც მამამისთან ასოცირდება.
"კურიერი PS-მა" ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ მარადონას შვილთან, სადაც პირველად მოისმენთ რას ფიქრობს ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი ახალ ლეგენდაზე.
„მახსოვს, როცა კვარა ნაპოლიში გადმოდიოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე შევიტყვე. ერთხელ სპალეტიმ ვახშამზე მითხრა, რომ უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი შეიძინეს და მალე ვნახავდით რამხელა ამბავს დაატრიალებდა. მისი მხოლოდ ვიდეოები მქონდა ნანახი. პირველად კვარას თამაში კასტელ დი სანგროს შეკრებაზე ვნახე და ვთქვი ღმერთო ეს ვინ არის? უძლიერესია. რაც მაშინ ვიფიქრე იყო ის, რომ ხვიჩა გადამწყვეტი ფეხბურთელი იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა. ვფიქრობ, პერსპექტივაში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და თუ ასე გააგრძელებს სამეულში შევა.
მესი და რონალდო ისტორიას 25 წლის განმავლობაში წერდნენ. მომავალი მბაპე, ჰალანდი და კვარა იქნებიან“, - ამბობს მარადონას შვილი.