„შედეგი ნელა, მაგრამ მყარად მოვა...“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ფინანსური წინსვლის პერიოდი იწყება
1769854249
სტამბოლის „ბეშქითაში“ გიორგი მამარდაშვილის დამატებას ცდილობს. როგორც თურქული მედია იტყობინება, „არწივებმა“ „ლივერპულს“ შეთავაზება უკვე გაუკეთეს.
„ბეშიქთაშის“ წინადადება ასეთია: სეზონის ბოლომდე იჯარა 2 მილიონ ევროდ და ზაფხულში საიჯარო ვადის გახანგრძლივების ვარიანტი. „ლივერპულის“ პასუხი ჯერ უცნობია, მაგრამ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს იხურება და ძნელად წარმოსადგენია, რომ მეკარის გაშვებას დათანხმდეს, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ალისონის შემდეგ მეორე ნომერია.
თუმცა, ერთი ფაქტორია: „ლივერპულს“ „აიაქსში“ ჰყავს განათხოვრებული ვიტეშლავ იაროში, რომელიც კარგ ფორმაშია და შეუძლია მისი დაბრუნება, მეორე მეკარის როლში. გარდა ამისა, თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს არ იხურება, შესაბამისად, ადგილობრივ კლუბებს ფეხბურთელების დამატების უფლება კიდევ ექნებათ. „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტმა სერდალ ადალიმ ჟურნალისტებს ღიად უთხრა, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მეკარეს დაიმატებენ.
გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულში“ ყველა ტურნირზე 11-ჯერ ითამაშა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა. ქართველი მეკარე არნე სლოტისთვის ალისონის შემდეგ მკაფიოდ მეორე არჩევანია და მხოლოდ მაშინ თამაშობს, როცა ბრაზილიელი ტრავმირებულია - ან სათასო ტურნირებზე, ასოაციაციისა და ლიგის თასებზე.