თუ მედპერსონალი კუთვნილ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს, სანქციის სახით, 3-ჯერ მეტი ოდენობის თანხას „დაუკავებს“

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თუ სამედიცინო პერსონალი მათთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, კლინიკების მიმართ მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.

ბექა ფერაძის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც ის განმარტავს, თუ კლინიკას დასაქმებულთა მიმართ ასანაზღაურებელი ექნება X თანხა, დაწესებულებას სამჯერ მეტი დაუკავდება და არ ჩაერიცხება ჯანდაცვის სამინისტროდან მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი თითოეული საათობრივი ანაზღაურების სრულად გაცემა.

მისივე თქმით, თუ აქამდე მინიმალურ ანაზღაურება ექთანსა და ექიმზე ვრცელდებოდა, 2024 წლიდან სამიზნე ჯგუფი გაფართოვდება და ის მოიცავს უმცროს ექიმს, ექთნის დამხმარეს, ბებია ქალს და სხვა. ამასთან, განმარტა, რომ ახალი რეფორმა 6 ათასამდე სამედიცინო პერსონალს შეეხება. 

„ჩვენ ვახორციელებთ როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ შემოწმებას. ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია მოგვამართოს, მათ შორის კონფიდენციალურად. მყისიერი რეაგირება გვექნება. სანქციების საკმაოდ მკაცრია, სამმაგი ოდენობის დაკავება შესაძლოა, სოლიდური თანხა იყოს. ეს ყველაფერი რეფორმის წარმატებას განაპირობებს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი დაწესებულება დაემორჩილება დადგენილ წესებს, ეს ორიენტირებული იქნება სამედიცინო პერსონალის შრომით კეთილდღეობასა და ხარისხიან ჯანდაცვაზე“,-აღნიშნა ფერაძემ.

ასევე ნახეთ:

VIDEO: სად იცხოვრებს ხვიჩა რჩეულთან ერთად - ფეხბურთელის ჯვრისწერის ექსკლუზიური დეტალები

VIDEO: ახალი კადრები სანდრო შელიას და ნინა ხუბუტიას ქორწილიდან - „დახვეწილი და ულამაზესი წყვილი“