„ჩვენ წინ მოხდა... არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ - რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

პოლიციის ლენტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ჯიპის ტიპის ავტომობილი და მცირე ზომის სატვირთო შეეჯახა. შეჯახების შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.

შემთხვევის თვითმხილველები სოციალურ ქსელში ტრაგედიის შესახებ ემოციურ კომენტარებს ავრცელებენ.

„საშინელი ავარია იყო. ჩემი ხელით ვცდილობდი გადამერჩინა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე“, - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი.

„ღმერთო, რა საშინელება იყო... ნათელი და სანთელი მის სულს. ჩვენ წინ მოხდა ეს ავარია და არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის...“, - წერს კიდევ ერთი მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

✕