ცნობილია დასაქმებულთა ორი ჯგუფი, რომელსაც ხელფასი ეზრდება - ნახეთ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადება შრომის ანაზღაურებაზე

ხელფასი

"ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“წელს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში გადავიდა და ამავდროულად, სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება გაიზარდა.

სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის.

ამ დრომდე მოხდა, 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის, განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება. ქვეყანაში კი დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა", – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.