პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
პროექტით, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.
ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს. მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“, რომელიც განმარტავს, რომ დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით პიკის საათებში, ხოლო მათი დაზიანება დიდ ზეგავლენას ახდენს გზის გამტარუნარიანობაზე.
„დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების ავარიების შემთხვევაში გადაადგილების გაცილებით უფრო დიდი ხნით შეფერხება ხდება, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს პიკის საათის გახანგრძლივებას, რაც დარეგულირებას საჭიროებს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ასევე ნახეთ:
500 და 1000 ლარი ოჯახებს-ნახეთ, ვინ მიიღებს ფულად დახმარებას
რატომ გაქვთ რთული ურთიერთობა დედასთან - ასტროლოგების განმარტება