2026 წლიდან, ახალშობილ ტყუპისცალზე 2000 ლარი გაიცემა... - აჭარაში ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება იზრდება

ფული

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება იზრდება:

"აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზრდის ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. 2026 წლიდან, ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარამდე გაიზრდება. 

შესაბამისად, ორი ტყუპის შემთხვევაში (ორი ბავშვი) 4000 ლარი გაიცემა, სამი ბავშვის (ტყუპის) შემთხვევაში - 6000 ლარი.

ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს, შობადობის ხელშეწყობას, მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.

2025 წელს, პროგრამით ისარგებლა 43-მა ოჯახმა, დაიბადა 87 ბავშვი, მათ შორის ერთ ოჯახში 3 ტყუპი".