1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
9 თვის ორსული გოგონა, რომელსაც სულ რაღაც 15 თეთრი აკლდა, მშიერი საცხობში მივიდა და აღმოაჩინა, რომ 1 ლარზე ნაკლები არცერთი საკონდიტრო ნაწარმი არ ღირდა. საცხობში მომუშავე გამყიდველმა უკიდურეს სიდუხჭირეში მცხოვრები ფეხმძიმე, შიმშილისგან ანემიის მქონე ქალი ხელცარიელი გაუშვეს...
ის ახლა მშობიარობისთვის ემზადება, მისმა და მეუღლის ნათესავებმა, მეგობრებმა პრობლემების წინაშე მარტო დატოვეს. სასოწარკვეთილი ქალი სოციალური ქსელის იმედად იყო და ჯგუფის ადმინს - ყორანს დაუკავშირდა.
სულ რამდენიმე დღეში შეჭირვებული ქალი დედა გახდება... არავინ იცის, რა პირობებში მოუწევს პატარას ცხოვრების დაწყება, თუმცა ალბათ, "პრაიმტაიმის" მკითხველი კვლავ "დაირაზმება" და ისევე დაეხმარებიან მას, როგორც სხვებს, არაერთს...
"9 თვის ორსული გოგონა, რომელსაც 15 თეთრი აკლდა და საცხობში პროდუქტი არ მისცეს, უმძიმეს სიდუხჭირეში ცხოვრობს. 21 ოქტომბრის მერე კლინიკაში არ ყოფილა, მაშინაც ქუჩაში გახდა ცუდად და უცხო ადამიანებმა წაიყვანეს და გადაუხადეს თანხა.
თამუნა 9 თვის ფეხმძიმეა, ამჟამად მარტოხელაა, რადგან მეუღლე მენტალური პრობლემით მკურნალობას გადის შესაბამის დაწესებულებაში და როდის შეძლებს საზოგადოებას დაუბრუნდეს არავინ იცის...
არც ქმრის მხრიდან და არც თავისი მხრიდან არ ჰყავს არავინ, მეგობრებმაც არ მიიღეს რადგან ისეთი ცხოვრებაა თავი ვერ გაგვაქვს და შენ როგორ დაგეხმაროთო. ნაქირავებ ბინაშია. მ ჯგუფიდან უამრავმა გოგომ მიუტანა ნობათი და რომ არა თქვენ და ჩვენ მშიერი იქნებოდა ახალ წელს.
14 იანვარს აჩენს და საყოველთაო დაზღვევის მერე 190 ლარია მშობიარობის გადასახდელი, ექოსკოპია ხვალ ან ზეგ უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვის მდგომარეობა ვნახოთ. ჩემი პირადი გინეკოლოგი უსასყიდლოდ დაადგება თავზე და ამშობიარებს როგორც პირადი ექიმი.
ასევე, გვჭირდება 39 ზომა ჩუსტი და თბილი ფეხსაცმელი, L ზომა თბილი ხალათი, ქალის თეთრეული დედის ზომა. ჩვილი ბიჭის ტანსაცმელი, ბოდეები, წინდები, პამპერსები, სველი ხელსახოცები, ჰიგიენური ნივთები...
მეც ბიჭს ველოდები და რაც მქონდა ნაყიდი ნახევარი გადავდე თამუნასთვის. ლოკაცია თბილისი, ნუცუბიძის მეოთხე მიკრო, 30-ე კორპუსი." - წერს ის.
ამ ისტორიამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში აღშფოთება გამოიწვია:
"ვაა, 15 თეთრის გამო უარით გაისტუმრეს ორსული და შემდეგ მსგავს სიტუაციაში მყოფზე ამბავს რომ გაიგებენ უკვირთ და სხვის ლანძღვაზე გადადიან როდესაც თვითონ ანალოგიურს აკეთებენ
რა ხალხი ხართ სად გაიზარდეთ საიდან მოდიხართ" - წერს მომხმარებელი.
დანიშნულებით #ორსულისთვის
თიბისი ბანკი -მიმღები იმედა სულაბერიძე
#GE54TB7011845064300030
საქართველოს ბანკი - მიმღები იმედა სულაბერიძე
#GE86BG0000000010674500GEL
საერთაშორისო გზავნილი
Imeda Sulaberidze