ვინ არის ,,სცენის ახალი ბომბი" და ევროპული აღიარება

ანასტასია

 ანასტასია ბერიშვილისა და აკაპელას 7 კაციანი ჯგუფის „The Bookmarks“-ის დიდი ტრიუმფი გერმანიაში შედგა.

მას შემდეგ, რაც მათ 2025 წლის საერთაშორისო კონკურსზე უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს, 2026 წელს ევროპულ სცენაზე უკვე სპეციალური მიწვევით, დიდ სცენაზე მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგნენ.

კულისებში 13 წლის ანასტასიას ,,სცენის ახალი ბომბი" შეარქვეს და მას მსმენელმა დიდი სცენების დაპყრობა უწინასწარმეტყველა. ​ანასტასიასა და ჯგუფი ,,The Bookmarks" -ის ამ წარმატების მიღმა უდიდესი შრომა დგას, რისთვისაც მომღერლის ოჯახი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს პროდიუსერის — ბუკა კარტოზიას მიმართ.

,,სწორედ მისი ხელშეწყობით, გუნდურობით და მხარდაჭერით მივიღეთ ევროპულ სცენაზე ამხელა ემოცია, ჯგუფის თითოეული წევრის ასეთი გამარჯვება." - აღნიშნავს ანასტასიას დედა თამარ ცომაია.

გერმანიიდან ტრიუმფით დაბრუნებული ანასტასია კი აცხადებს, რომ მუსიკალურ გზაზე ძალიან ბევრი ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი შეხვდა. 

რას ნიშნავს ეს მისთვის?

 ,,წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტების წყალობით ჩემს შემოქმედებით გზაზე ასეთი უდიდესი პროფესიონალები, თბილი და საოცარი ადამიანები შემხვდნენ.

ჩემთვის უდიდესი პატივი და ნამდვილი გამართლებაა, რომ საშუალება მომეცა მემუშავა ისეთ გენიალურ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ნიკოლოზ რაჭველი, ზვიად ბოლქვაძე, დათო ცინცაძე და ანსამბლი „შავნაბადა“ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინი ნიციბიძე და ა.შ. არ მინდა ვინმე გამორჩეს, რადგან უსინი ჩემი იქროს გასაღებისცასხმა გახდნენ. უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული ჩემი პედაგოგის, ვინც კი ოდესმე მყოლია და ვინც ჩემს განვითარებაში წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, ამ სხვადასხვა პროექტებიდან ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემთან იქნებიან."

​ანასტასიასთვის, სცენაზე დგომისას მთავარი მიზანია, მაყურებლამდე, სწორედ იმ ემოციის მიტანაა, რასაც თავად გრძნობს.

,, როცა ვგრძნობ, რომ დარბაზი ჩემს განცდებს სწორად იგებს, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება."- ამბობს მომღერალი.

აშკარაა, რომ გერმანიაში სოლო კონცერტის ასეთი ტრიუმფით ჩატარება და ასეთი გამოხმაურება, მხოლოდ დასაწყისია.

ანასტასია ბერიშვილი და აკაპელას 7 კაციანი ჯგუფი „The Bookmarks“, ბუკა კარტოზიას პროდიუსერობითა და საუკეთესო მუსიკოსების მხარდაჭერით, ზრდას აგრძელებენ და სულ მალე საერთაშორისო ასპარეზზე მათი წარმატების შესახებ კვლავ გავიგებთ.