VIDEO: ,,შოკის მომგვრელი" - ,,ამერიკის ვარსკვლავი" ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლის ვიდეოს ავრცელებს

ნუცა

,,ამერიკის ვარსკვლავი" სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლის ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ,,ნუცას ძლიერი შესრულება შოკის მომგვრელია".

American Idol-ში ნუცა ბუზალაძეს მორიგ გამოსვლას უკვე მეორედ, ჟიურის აღფრთოვანება მოჰყვა.

ქართველ მომღერალს პოპულარული კონკურსის ჟიურის სამივე წევრი: ლიონელ რიჩი, კეტი პერი და ლუკ ბრაიანი ფეხზე წამოუდგა. 

აღნიშნულს ქართველი მომღერალი ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება ასრულდა. 

,,ჩემი გამოსვლა ჰოლივუდში უკვე დაიდო! სიმართლე რომ გითხრათ, მგონია რომ ისევ ოცნებაა, არ მჯერა.

ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება და ყველას წინაშე ხდება, მადლობა, ჩემო საყვარელო ადამიანებო, რომ ამ დიდ სიხარულს და წარმატებას ჩემთან ერთად იზიარებთ", - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.