დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ალ ბანო კარიზი და რომინა პაუერი 30 წლის მანძილზე იდეალური წყვილი იყო, მაგრამ ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ეს ბედნიერება დასრულდა. წყვილი მსოფლიომ ბედნიერებაზე შექმნილი სიმღერით გაიცნო და შეიყვარა. თითქოს მათმა კავშირმა ყველაფერს გაუძლო: განსხვავებულ სოციალურ სტატუსს, დიდებას და პოპულარობას, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა, რომ წლების შემდეგ შემდეგ ბედი ამ ოჯახს უძლიერეს დარტყმას მიაყენებდა და მათი ოჯახიც დაინგრეოდა.
ალ ბანოსა და რომინა პაუერის დუეტს ხშირად ურჩხულსა და მზეთუნახავს ადარებდნენ, თუმცა ცოლ-ქმარს სხვების აზრი ნაკლებად აინტერესებდა. ულამაზესი გოგონა ხავერდოვანი ხმით და მასზე უგონოდ შეყვარებული ქმარი იტალიური ბედნიერების სიმბოლოდ იქცნენ.
რომინა 14 წლის იყო, როცა კინოკარიერა დაიწყო და პირველი სოლო ალბომი ჩაწერა. გოგონას დედა გრძნობდა, რომ ქალიშვილს დიდი მომავალი ელოდა და ძალიან ამაყობდა, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა, როცა ქალიშვილმა საქმრო – დაბალი, სათვალიანი იტალიელი წარუდგინა.
რომინას დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, 1970 წელს წყვილი დაქორწინდა. რომინამ შეძლო, უარი ეთქვა ამერიკულ სტერეოტიპებზე და მყარი კათოლიკური ოჯახი შექმნა, სადაც ცოლი ქმრის მორჩილია.
მათ იდეალურ წყვილს მარტო იტალია კი არა, მთელი მსოფლიო აღმერთებდა. რომინა ლექსებს წერდა, ალ ბანო – მუსიკას, შემდეგ კი სიმღერებს ერთად ასრულებდნენ. მათი სიმღერების მოტივებზე 7 ფილმი გადაიღეს, რომლებშიც მთავარ როლებს ალ ბანო და რომინა პაუერი ასრულებენ. 1970 წელს წყვილს პირველი შვილი – ილენია შეეძინა, სამი წლის შემდეგ კი ვაჟი – იარი. შემდეგ ისევ ქალიშვილები -კრისტელი და რომინა უმცროსი.
თუმცა უბედურებამ მათი ოჯახის კარზეც დააკაკუნა…
1994 წლის 6 იანვარს ალ ბანო კორიზიმ და რომინა პაუერმა პოლიციას უფროსი ქალიშვილის – 24 წლის ილენიას დაკარგვის განცხადებით მიმართეს. ილენია ახალ ორლეანში ალტერნატიულ ახალგაზრდულ ფესტივალზე გაემგზავრა, საიდანაც მისი კვალი სამუდამოდ გაუჩინარდა. წაიკითხეთ სრულად
ალ ბანო კარიზი ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარი იყო. მომღერალმა პირადი ტრაგედიაზე ქართველი მაყურებლისთვის წლების შემდეგ გულახდილად ილაპარაკა.