პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის წარმატების შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
,,კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკიდან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის სიმღერა ''I Will Take You Home'', რომელიც 2018 წელს "ბრავო რექორდსში" ჩაიწერა, ამერიკის რადიო "თავისუფლების" (Radio Freedom, რომელიც ფარავს მაიამისა და ნიუ იორკს), ფავორიტი სიმღერა გახდა და რადიო მსმენელების ჩართულობით წარმოებული გამოკითხვების შედეგებით, მეორე ადგილზე გავიდა.
გულით ვულოცავ ნინის ამ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას და აღიარებას ვუსურვებ, მით უმეტეს, თავისი ნიჭიერებით და შრომისმოყვარეობით, ის ამას უდავოდ იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ სიმღერა 2018 წელს "ბრავო რექორდსში" ჩაიწერა, მუსიკის ავტორი თავად ნინი შერმადინია, ხოლო ტექსტის ავტორი ჯაბა ბუცხრიკიძე გახლავთ.
არანჟირება "ბრავო რექორდსის" არანჟირების სპეციალისტს ბორიკო შხიანს ეკუთვნის", - წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.