VIDEO: ,,ჩვენი სიამაყე..." - ხატია ბუნიათიშვილი მიუნხენში ჩატარებული კონცერტიდან კადრებს აქვეყნებს

ხატია ბუნიათიშვილი

ცნობილი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გულშემატკივრებს სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

ამჯერად ხატია სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. პიანისტმა კონცერტი გერმანიაში გამართა.

,,მადლობა მიუნხენ", - წერს ხატია სოციალურ ქსელში.

პიანისტის ვიდეოს ბევრი დადებითი ემოცია და კომენტარი მოჰყვა.

ცნობისთვის, 14 თებერვალს, ქართველმა პიანისტმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს სასიხარულო ამბავი შეატყობინა. იგი პირველ შვილს ელოდება. მისი რჩეულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.