1749042430
Vanity Fair-მა „ალქაჯის“ გაგრძელების პირველი კადრები გამოაქვეყნა

ფილმ „ალქაჯის“ სიქველის პირველი კადრები გამოქვეყნდა. ფოტოები ექსკლუზიურად Vanity Fair-მა გაასაჯაროვა.
სურათებზე მთავარი როლების შემსრულებლები - სინტია ერივო და არიან გრანდე ჩანან. სიუჟეტის მიხედვით, პირველი ფილმის მოვლენების შემდეგ ალქაჯ ელფაბას მტრად აცხადებენ, მისი მეგობარი გლინდა კი საჯარო ფიგურა ხდება, რომლებსაც ჯადოქარი და მადამ მორიბლი აკონტროლებენ.
სურათის პრემიერა ნოემბერში შედგება.