Tik Tok-მა რამდენიმე ვარსკვლავის სიმღერები წაშალა

Tik Tok-მა რამდენიმე ვარსკვლავის სიმღერები წაშალა

Tik Tok-მა რამდენიმე ვარსკვლავის სიმღერები წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტეილორ სვიფტი, ვიქენდი, ოლივია როდრიგო - ეს იმ არტისტების მცირე ჩამონათვალია, რომლის სიმღერებიც Tik-Tok პლატფორმიდან წაიშალა. ამის მიზეზი სოციალური ქსელის პლატფორმასა და ხმის ჩამწერ სტუდიას Universal Music Group-ს შორის კონტრაქტის ამოწურვაა. ამჟამინდელი ინფორმაციით, შესაძლოა მათ შორის კონტრაქტი აღარც განახლდეს.

ყველა ვიდეო, რომელსაც UMG სტუდიის მფლობელობაში არსებული მუსიკა ედო, უხმო გახდება. ხოლო მომხმარებლებს ამ სიმღერებზე ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

პლატფორმიდან ასევე გაქრა არიანა გრანდეს და კეიტი პერის სიმღერების ნაწილიც. დარჩენილია მხოლოდ სიმღერების ის ნაწილი, რომელიც სხვა ხმის ჩამწერ სტუდიებს ეკუთვნით.