პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
And Just Like That-ში კერის ფისო ყველასათვის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია. ახლახან კი სარა ჯესიკა პარკერმა ფანებს აცნობა, რომ ფისო იშვილა და მასზე რეალურ ცხოვრებაშიც იზრუნებს.
„კამერების მიღმა მისი სახელი ლოტუსია. პარკერების ოჯახს ფისო ოფიციალურად 2023 წლის აპრილში შემოუერთდა, ახლა ის რემისა და სმილასთან ერთად იცხოვრებს, რომლებიც 2022 წელს ვიშვილეთ. თუ მისი სახე გეცნობათ, ეს იმიტომ, რომ ის არის", - წერს სარა ჯესიკა პარკერი ინსტაგრამზე და ფისოს ფოტოებს აქვეყნებს.
View this post on Instagram
თავშესაფარმა, რომელშიც აქამდე ლოტუსი იზრდებოდა, სარა ჯესიკა პარკერს მადლობა გადაუხადა. ლოტუსის შესახებ კი განაცხადეს, რომ მას კამერების წინ ყოფნა ძალიან მოეწონა და შოუში დარჩენაც გადაწყვიტა, ახლა კი სარასთან გააგრძელებს ცხოვრებას.
And Just Like That-ის მეორე სეზონის ფინალის პრემიერა 24 აგვისტოს შედგა. მაყურებელი მალე სერიალის მესამე სეზონსაც იხილავს, რომელშიც ლოტუსი ისევ კერის ფისოს განასახიერებს.
ასევე ნახეთ:
„ამდენი წამების შემდეგ, დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო“ - 4 წლის ბიჭის ცხედარი იდენტიფიცირებულია
სწრაფი კვების ობიექტის სოუსებზე კამათის დროს 16 წლის გოგონამ თანატოლი მოკლა (აშშ)
საყურადღებო ინფორმაცია! ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარიც - სინოპტიკოსები
„პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ, მადლობა! მეტირება, სასწაულები ხართ!...“ - ნინი შერმადინი