რობი უილიამსმა ტომი აიომისთან დუეტი ჩაწერა

რობი უილიამსმა ტომი აიომისთან დუეტი ჩაწერა

ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა ახალი სინგლი Rocket წარადგინა, რომელიც ლეგენდარული როკ-ჯგუფის Black Sabbath-ის წევრთან, ტომი აიომისთან ჩაწერა.

კომპოზიცია უილიამსის ალბომში BRITPOP შევა, რომელიც შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს.

„ამ ალბომზე ჩემს გმირებთან ერთად ვიმუშავე. ძალიან ვამაყობ ამ ნამუშევრით და მოუთმენლად ველი, როდის მოისმენენ მას ფანები“, - განაცხადა უილიამსმა.