რას წერს ბრუნო მარსი ფეისბუქზე საქართველოს შესახებ

ბრუნო მარსი

„საქართველო. შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს“, წერია ბრუნო მარსის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქზე“.

ასე აანონსებს მომღერალი თავის კონცერტს, რომელიც შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება.

ბანერზე, რომელიც მის „ფეისბუქზეა“ გამოქვეყნებული, ლოკაციაც არის მითითებული – ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება.

კონცერტის ორგანიზატორია ბლექ სი არენა.