დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი, თურქი მსახიობი, რომელიც სერიალში ნანა სტამბოლიშვილთან ერთად მთავარ როლს ასრულებს, ნოე სულაბერიძის გადაცემაში ნანაზე საუბრობს. ჰალილის თქმით, ნანა ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ წარმატებული იყოს.
„ვფიქრობ ნანუკასთვის საკმაოდ რთული იყო ახალი ენა, უცხო ქვეყანა და უცხო გარემო. ეს პროფესია საკმაოდ შრომატევადია, რასაც ნანუკა საკმაოდ კარგად ართმევს თავს. ის განათლებული და შრომისმოყვარეა.
რაც შეეხება მაყურებელს, ვფიქრობ, ძალიან კარგად მიიღო ეს ყოველივე. კმაყოფილნი არიან და თვალს გაფაციცებით ადევნებენ. ეს როლი ნანუკას ძალიან უნდოდა და ბევრს მუშაობს იმაზე, რომ წარმატებული იყოს. ის ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და მოტივირებულია, რათა იყოს წარმატებული. საქართველოზე და ქართველ ხალხზე ბევრი არაფერი ვიცი. მხოლოდ ალი და ნინოს ძეგლზე მსმენია, რომელიც ბათუმშია. ქართული ენა ძალიან რთულია, მხოლოდ “გამარჯობა და როგორ ხარ, ვიცი”, – ამბობს ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი.