Netflix-მა ვიქტორია ბექჰემზე, გორდონ რამზიზე და Take That-ზე დოკუმენტური ფილმები დააანონსა

ვიქტორია ბექჰემ

Netflix-ი გადაიღებს დოკუმენტურ პროექტებს ჯგუფ Spice Girls-ის ყოფილ წევრზე ვიქტორია ბექჰემზე, შეფ-მზარეულ გორდონ რამზიზე და პოპ-ჯგუფ Take That-ზე.

The Hollywood Reporter-ის ცნობით, დოკუმენტური სერიალი ბექჰემზე მოგვითხრობს რა გზა გაიარა მან მომღერლობიდან დიზაინერობამდე და როგორია მისი ოჯახური თანაცხოვრება ფეხბურთელ დევიდ ბექჰემთან.

პროექტის სახელწოდება ამ ეტაპზე არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ მასზე მუშაობენ პროდიუსერები ნიკოლა ჰაუსონი და ჯულია ნოთინგემი.

ფილმი გორდონ რამზიზე მოგვითხრობს იმის შესახებ თუ როგორ ემზადებოდა მზარეული 9 თვის განმავლობაში რესტორნის გასახსნელად და ამასთან უთმობდა დროს ცოლსა და ექვს შვილს.

ლეგენდარული ბრიტანული ბოიზ-ბენდის Take That-ის შესახებ სურათს კი თავად მუსიკოსების მონაწილეობით გადაიღებენ.

პროექტების რელიზის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.