პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„კიდევ ერთ ახალი საინტერესო და სასიამოვნო ამბავი ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით. ამერიკული ტელეკომპანია ABC-ის ეთერში American Idol-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის თვეებში, წლევანდელი სეზონის სერიების გამეორებას აპირებენ ასევე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. რაც იმას ნიშნავს რომ ბრიტანეთის და ირლანდიის სატელევიზიო აუდიტორიას საშუალება ექნება იხილოს ნუცას ბრწყინვალე გამოსვლები American Idol-ში.
ეს ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო ფაქტია, ვინაიდან დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად წამყვან ქვეყანას წარმოადგენს მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე. ამ მოახლოებულ ტელეჩვენებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული ბრიტანული მუსიკალური ვებპორტალი Themusicman.uk ვრცელ და უაღრესად პოზიტიურ მასალას ავრცელებს ნუცას გამოსვლასთან დაკავშირებით American Idol-ის კონკურსში.
გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:
„როცა ჯენიფერ ჰადსონმა Dreamgirls ფილმში And I Am Telling You I’m Not Going შეასრულა, ამ შესრულების გადამღერება შეუძლებელი ჩანდა. თუმცა, საიდან არ იყო American Idol-ის კონკურსანტი ნუცა გამოჩნდა.
მსგავსს კონკურსში მონაწილეობა წარმოუდგენელი ნერვების ბრძოლაა. თითოეული კონკურსანტი თავის გულს დებს გამოსვლაში, თავიანთი ოცნებები და ტალანტი გამოაქვთ მწვრთნელების სამსჯავროზე და მილიონობით მაყურებლის კრიტიკის და დაკვირვების ქვეშ ექცევა.
ერთადერთი, რაც ამაზე მეტად რთულია, არის მწვრთნელების წინაშე გამოსვლა და საკუთარი ადგილის მოპოვება ყოველ ტურში. სწორედ ამას აკეთებს ერთ-ერთი ნიჭიერი მომღერალი, სახელად ნუცა, რომელიც ტოპ-20 მდე მივიდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მიიღო საკმარისი ხმები ტოპ 12-იდან ათეულში ადგილის მოსაპოვებლად.
ნუცამ თავისი გამოსვლით არამხოლოდ ღირსეული კონკურენცია გაუწია სხვა კონკურსანტებს, არამედ „დააგდო“ ისინი ყველა თავისი გამოსვლით. მას წარმოუდგენელი ხმა აქვს, მისი შესრულება უდიდესი ემოციით არის განმსჭვალული. მიუხედავად იმისა, რომ ნუცა თავის გადასარჩენად მღეროდა, მან უშეცდომოდ აიღო ყველა ნოტი, ხოლო მისი პრეზენტაბელურობა სცენაზე ტოვებდა განცდას, რომ კონკურსზე კი არ გამოდიოდა, არამედ საკუთარ კონცერტზე მღეროდა. და თუ ნუცამ არ მიიღო საკმარისი ხმები თავისი ადგილის უზრუნველსაყოფად, ნუცა ძალიან შეუყვარდა YouTube- ის მსმენელს.
მისი გამოსვლის ვიდეოს ათასობით მოწონება და უამრავი დადებითი კომენტარი მოყვა. "აბსოლუტური სრულყოფილება!!! რა წარმოუდგენელი ხმაა. ნუცა, რაც არ უნდა მოხდეს პროექტში, შენ უკვე ბრწყინვალე ვარსკვლავი ხარ და წინ შესანიშნავი მომავალი გაქვს! გილოცავ, მართლაც შთამბეჭდავ გამოსვლას! შენ უნდა დარჩე აქ ამ ფენომენალური შესრულებით!" ასეთია კომენტარები ნუცას ვიდეოს ქვეშ.
ნუცას ნიჭი არ არის ერთადერთი, რაც მას სხვა კონკურსანტებისგან განასხვავებს. ის ერთადერთი არა-ამერიკელი კონკურსანტია. ნუცა ქალაქ თბილისიდან, საქართველოდან (ყოფილი სსრკ) არის წარმოშობით, თუმცა პროექტის დაწყებამდე ის დუბაიში ცხოვრობდა. მას 17 საათის ფრენა მოუხდა, რომ ამ დიდ სცენაზე გამოსულიყო.
ბევრი კონკურსანტისგან განსხვავებით, ნუცას გარკვეული პროფესიული გამოცდილებაც აქვს. იგი საქართველოში X ფაქტორის და The Voice- თურქეთის მონაწილე გახლდათ და ასევე დუბაის თეატრში მღეროდა. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ შთამბეჭდავად მოვიდა აქამდე, ამერიკის დასაპყრობად წინ კიდევ გრძელი გზაა, რის გამოც American Idol პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტა. ნუცამ თავისი საოცარი ხმით, მბრწყინავი ხასიათით და შესანიშნავი სცენურობით ერთნაირად მოხიბლა ჟიური და უამრავი მაყურებელი. პროექტსაც რომ გაეთიშოს, ამ პროექტით გაზრდილი მისი ცნობადობა ნამდვილად უზრუნველყოფს მის წარმატებულ მომავალს“,- ნათქვამია სტატიაში.
„მასალის მოწოდებისათვის დიდ მადლობას მოვახსენებთ ბრიტანეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს ია ია და ნუცას მხარდამჭერთა ფანფეიჯს Nutsa Buzaladze Fans“,- წერს ზაზა შენგელია.