კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ოქროს გლობუსი

კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ოსკარის რეპეტიციად წოდებული კინო და ტელეპრემიის გადაცემის 81-ე ცერემონიას სასტუმრო „ბევერლი ჰილტონმა“ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა.

8 ნომინაციაზე წარდგენილმა სურათმა 4 პრიზი მოიპოვა. მათ შორის „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისურისთვის კროსტორეფ ნოლანს, მამაკაცის მთავარი დრამატული როლისთვის კილიან მერფის, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის რობერტ დაუნი უმცროსს გადაეცა. „ოქროს გლობუსი“ დაიმსახურა „ოპენჰაიმერის“ მუსიკალურმა გაფორმებაც.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებშიც:

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში — დრამა
ლილი გლადსტონი, Killers of the Flower Moon

საუკეთესო მხატვრული ფილმი — კომედია ან მიუზიკლი
Poor Things

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში — კომედია ან მიუზიკლი
ემა სტოუნი, Poor Things

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში — კომედია ან მიუზიკლი
პოლ ჯიამატი, The Holdovers

საუკეთესო ანიმაცია
The Boy and the Heron

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში
და'უაინ ჯოი რენდოლფი, The Holdovers

მხატვრული ფილმის საუკეთესო სცენარი
Anatomy of a Fall

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი — დრამა
Succession

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში
სარა სნუკი, Succession

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში
კირან კალკინი, Succession

საუკეთესო კომედიური ან მუსიკალური სერიალი
The Bear

საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში
აიო ედებირი, The Bear

საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში
ჯერემი ალენ უაიტი, The Bear

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში
ალი ვონგი, Beef

საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში
სტივენ იუნი, Beef

განსაკუთრებული კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატებაBarbie