ჯორჯ კლუნის საყვარელი ვახშამი

ჯორჯ კლუნი

ჰოლივუდის ვარსკვლავებს აქვთ თავიანთი საიდუმლოებები - მაგალითად, ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი, რომელიც ჟურნალმა People-მა ორჯერ აღიარა ვარსკვლავებს შორის „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“, კვირაში ერთხელ თავის თავს ნებას რთავს სპეციალური კერძი მიირთვას.

გამოცემა წერს, რომ მსახიობის გასტრონომიული სისუსტის შესახებ მედიას მისმა შეფმა, ვივიანა ფრიზიმ განუცხადა. ქალბატონი კლუნის ოჯახში 2013 წლიდან მუშაობს და ამტკიცებს, რომ ყოველ კვირას მას და მის მეუღლეს პიცის ღამე აქვთ.

ვარსკვლავები მიირთმევენ კლასიკურ იტალიურ მარგარიტას, გვერდით კერძად რუკოლას სალათს ირჩევენ, ამბობს ფრიზი. მედია ხაზს უსვამს, რომ ეს გასაკვირი არ არის, რადგან კლუნის ოჯახი თავისუფალ დროს უმეტეს ნაწილს იტალიაში, კომოს ტბაზე ატარებს და გარდა ამისა, მისი შეფ-მზარეული ფრიზიც იტალიელია.

ფილმზე „მკვლელობის საიდუმლო 2“ მუშაობა კომოს ტბაზეც მიმდინარეობდა, ამიტომ კლუნიმ ისარგებლა შემთხვევით და კოლეგები ერთ-ერთი ცნობილ პიცის საღამოზე მიიწვია. მსახიობმა ადამ სენდლერმა, ელენ დეჯენერის შოუში, ასე გაიხსენა კლუნის შოუში გატარებული დრო: „მათ დამპატიჟეს მე და ჯენი... ჩვენ მათ სახლში წავედით. მათ პიცა დაგვიმზადეს და ეს იყო საოცარი დრო".