„იმედი მაქვს, რომ მისი სახელი მალე მთელს მსოფლიოს ეცოდინება! ძალიან ვამაყობ“ - ნინი შერმადინი ლიზა ყენიაზე

ლიზა

ყველასთვის საყვარელი ლიზა ყენია თითქმის 2 წელზე მეტია რაც ამერიკაში, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მისი გამომწერებისთვის მომღერლის ცხოვრება ძალიან საინტერესოა...

სოციალური ქსელის საშუალებით, ლიზა, ბოლო დროს, იშვიათად ავრცელებს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს. თუმცა, კარიერულ სიახლეების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებით ახარებს გულშემატკივრებს.

მომღერალი, ნინი შერმადინი, "ინსტაგრამზე" ლიზა ყენიას ახალ მუსიკალურ ვიდეოს ეხმიანება და მომღერალს წარმატებას უსურვებს: 

"ძალიან ლამაზი, ნიჭიერი და კრეატიული მომღერალი დიდი პოტენციალით. იმედი მაქვს, რომ მისი სახელი მალე მთელს მსოფლიოს ეცოდინება. შენით ძალიან ვამაყობ" - წერს ნინი შერმადინი. 

ნახეთ, ვიდეო: