ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
„ვარდისფერი პანტერის“ ახალ ვერსიაში ინსპექტორ კლუზოს როლს ედი მერფი შეასრულებს. ინფორმაცია მსახიობმა თავად გაავრცელა, შოუში Today ინტერვიუს დროს. „კი, მე ახალი კლუზო ვარ“, - განაცხადა მან.
პროექტის რეჟისორი ჯეფ ფაულერი იქნება, სცენარზე კი კრის ბრემნერი იმუშავებს. პროექტი ცოცხალ მოქმედებას CGI-ანიმაციასთან გააერთიანებს. ამასთან, ინსპექტორი კლუზო პირველად გამოჩნდება ეკრანზე ანიმაციურ ვარდისფერ პანტერასთან ერთად.
ფილმის პრემიერი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.