Duolingo-მ ანიმე-სერიალი გამოუშვა

Duolingo

ენების შემსწავლელმა აპლიკაციამ Duolingo თავისი პირველ მინი-სერიალი გამოუშვა, სახელწოდებით „უკანასკნელი ტესტი“ (The Final Test). პროექტი აპლიკაციის სიმბოლოს - მწვანე ბუ დუოსა და მისი მეგობრების შესახებ ისტორიას წარმოადგენს.

სერიალი ხუთი 60-წამიანი ეპიზოდისგან შედგება. ის ანიმე-სტილშია შესრულებული, იაპონური გახმოვანებით და სუბტიტრებით ცხრა ენაზე. მაყურებელი გაიგებს დუოს წარმოშობის ისტორიას და იმას თუ როგორ დაიწყო მისი მისია, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის უცხო ენების სწავლებაა.

„უკანასკნელი ტესტის“ პრემიერა 13 ოქტომბერს შედგა. ეს კომპანიისთვის პირველი ექსპერიმენტია მოკლე სერიალის ფორმატში, რომელიც აერთიანებს სწავლას, იუმორსა და იაპონური ანიმაციის პოპ-კულტურულ ესთეტიკას.