1749042430
დენიელ კრეიგმა და კილიან მერფიმ შესაძლოა დემიენ შაზელის ახალ ფილმში ითამაშონ

დენიელ კრეიგი და კილიან მერფი დემიენ შაზელის ახალ ფილმში გადაღებების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, მოვლენები ფილმში ციხეში განვითარდება, თუმცა სახელწოდება და სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ფილმის დისტრიბუტორი სტუდია Paramount-ი იქნება.
გადაღებები სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყება.