„22 დღის განმავლობაში აქ ვიდექი, ფონიჭალაში...“ - მორიგი სასწაული, რომელსაც მდუმარე ბერს უკავშირებენ
1758747279
დენი ვილნევი ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებლის შესარჩევ კასტინგს მომავალ წელს დაიწყებს, მას შემდეგ, რაც მესამე „დიუნის“ გადაღებებს დაასრულებს.
Deadline-ის ცნობით, რეჟისორს ამ როლში ნაკლებად ცნობილი ბრიტანელი მსახიობის ხილვა სურს, რაც ნიშნავს, რომ აგენტ 007-ის როლზე არ განიხილავენ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან: ტიმოთი შალამე, გლენ პაუელი, ოსტინ ბატლერი, ჯეიკობ ელორდი, რადგან ისინი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არ არიან. მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ახალი ბონდი შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი გამხდარიყო.
გამოცემის წყაროების თანახმად, ფილმის გადაღება 2027 წელს, მისი ეკრანებზე გამოსვლა კი 2028 წელს იგეგმება.