ირანმა და „ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების სამწლიან გეგმას მოაწერეს ხელი

თავისუფალი ვაჭრობა

ირანმა და „ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების სამწლიან გეგმას მოაწერეს ხელი. დოკუმენტს 24 სექტემბერს მოსკოვში ხელი მოაწერეს ირანის მრეწველობის, მაღაროებისა და ვაჭრობის მინისტრმა, მოჰამად ატაბაკმა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის აღმასრულებელი ორგანოს ვაჭრობის მინისტრმა, ანდრეი სლეპნევმა.

სამწლიანი საგზაო რუკის ხელმოწერა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა და ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების შესახებ კომიტეტის პირველი შეხვედრა გამართეს.

ატაბაკმა საგზაო რუკაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ დოკუმენტი შექმნის ჩარჩოს ირანსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის 2028 წლამდე. თავის მხრივ, სლეპნევმა საგზაო რუკა შეაფასა „ყოვლისმომცველ დოკუმენტად“, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სატრანსპორტო ლოგისტიკა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ირანსა და რუსეთზე გადის.