დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს

კულუმბეგაშვილი/სტოუნი

 დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს.  

უცხოური მედიის ცნობით,  ფილმი, დეას წარსული ნამუშევრების მსგავსად, ქალებსა და ბავშვებს შეეხება და ამჯერად აშშ-ში იქნება გადაღებული.

როგორც ქართველი რეჟისორი ამბობს, ეს ფილმი მისთვის ახალი გამოწვევა და განვითარების შესაძლებლობაა. ემასთან მუშაობით კი ძალიან კმაყოფილია: „ემა სტოუნთან თანამშრომლობა საოცარია. ის არა მხოლოდ ბრწყინვალე მსახიობია, არამედ ისეთ რისკებზეც მიდის, რომლებიც ჰოლივუდს ყოველთვის არ მოსწონს. ის მზადაა, რომ გამოიწვიოს ინდუსტრია და იმუშაოს პროექტებზე, რომლებიც არსებულ საზღვრებს არღვევს, ეს ყველაფერი კი თავად ამ ინდუსტრიის გადააზრებაში გვეხმარება. ეს სწორედ ისეთი სიმამაცეა, რომელსაც ცვლილებები მოაქვს".