ბრიტანეთში „ჰარი პოტერის“ გადაღებებისთვის მინი-ქალაქს ააშენებენ

„ჰარი პოტერის“ გადაღებებისთვის მინი-ქალაქს ააშენებენ

დიდ ბრიტანეთში სერიალ „ჰარი პოტერის“ გადასაღებად მინი-ქალაქი აშენდება. გამოცემა Collider-ის ინფორმაციით, სტუდია Warner Bros.-ს ეს 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.

ლოკაციას ჰარტფორდშირში მდებარე სტუდიაში ააგებენ. მოედანზე იქნება დეკორაციები, გზები, პარკინგები, სკოლა ახალგაზრდა მსახიობებისთვის, სამედიცინო ცენტრი და სივრცეები ცხოველებისთვის, რომლებსაც შოუში გადაიღებენ.

ახალი სერიალი ეკრანებზე 2026 წელს უნდა გამოვიდეს. ამ ეტაპზე უცნობია ვინ განასახიერებს მთავარ პერსონაჟებს - ჰარის, რონსა და ჰერმიონს, თუმცა სტუდიამ უკვე შეარჩია ზრდასრული მსახიობები: სევერუს სნეიპის როლს პააპა ესიედუ შეასრულებს, ალბუს დამბლდორს ჯონ ლითგოუ განასახიერებს, მინერვა მაკგონაგალის როლი ჯანეტ მაკტირს ერგო, რუბეუს ჰაგრიდის კი ნიკ ფროსტს.