BBC ჯოან როულინგზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

ჯოან როულინგი

ბრიტანული ტელერადიოკომპანია BBC მწერალ ჯოან როულინგის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. Deadline-ის ცნობით, ფილმი ორი სერიისგან შედგება. პირველში მოთხრობილი იქნება „ჰარი პოტერის“ შესახებ რომანების სერიის შექმნასა და ჯადოსნური სამყაროს წარმატებაზე. მეორეში კი შეეხებიან მწერლის გამონათქვამებს ფემინიზმზე, სიტყვის თავისუფლებასა და გენდერულ იდენტობაზე. ამ განცხადებების გამო ის ინტერნეტში დისკუსიების ცენტრში მოექცა.

„ჰარი პოტერის“ პირველი წიგნის გამოქვეყნებიდან 30 წლის შემდეგ ჩანს, რომ BBC-ისთვის არ არსებობს უკეთესი დრო, რათა ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთ გამოჩენილ ფიგურას გაეცნოს“, - განაცხადა BBC-ს ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელმა საიმონ იანგმა.

ფილმში შევა იშვიათი საარქივო მასალები, ასევე იმ ადამიანების ინტერვიუები, რომლებთანაც როულინგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, პრემიერა შესაძლოა დეკემბერში შედგეს - იმავე დროს, როცა HBO-ზე ჰარი პოტერის შესახებ სერიალი გამოვა.

✕