ავთანდილ აბესლამიძე ყაზახური მუსიკალური კონკურსის ფინალშია - როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ მომღერალს

ავთო აბესლამიძე

ქართველი მომღერალი ავთანდილ აბესლამიძე ყაზახური მუსიკალური კონკურსის ფინალშია.

პროექტში სულ 12 ქვეყანა მონაწილეობს. ბათუმელი შემსრულებელი ფინალში ჟიურის უმაღლესი შეფასებებით მოხვდა და გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მომღერალი სოციალურ ქსელში ხმის მიცემის წესებს განმარტავს. 

„ხმის მიცემა ონლაინ შეგიძლიათ, 22 ნოემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათიდან, მაშინ, როცა პროექტი პირდაპირ ეთერში იქნება. შეგიძლიათ გააზიაროთ. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს, უფრო კარგი იქნება საქართველოსთვის“, - წერს ავთანდილ აბესლამიძე სოციალურ ქსელში.

პროექტის წესების მიხედვით, ხმის მიცემა საქართველოდან შესაძლებელი არ არის, თუმცა ხმის მიცემა შეუძლიათ ქართველ ემიგრანტებს და ნებისმიერ გულშემატკივარს, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება.

გულშემატკივრებს, ქართველი მომღერლისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე გადასვლით შეეძლებათ.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: