AMC-მ „გადარჩენილების“ თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა

გადარჩენილები

AMC-მ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, „მოსიარულე მკვდრების“ მორიგი სპინოფის „გადარჩენილები“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა.

შოუ ეკრანებზე 25 თებერვალს გავა. მასში ორიგინალური სერიალის მთავარი პერსონაჟების რიკ გრაიმსისა და მიშონის ისტორია გაგრძელდება. თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ენდრიუ ლინკოლნი და დანაი გურირა.