ABC-მ „კლინიკის“ გაგრძელების პირველი თიზერი გამოაქვეყნა

ფილმი კლინიკა

ტელეკომპანიამ ABC გამოუშვა სერიალ „კლინიკის“ (Scrubs) გაგრძელების პირველი თიზერი, რომელიც სამედიცინო მუშაკების ცხოვრებას ეხება.

30-წამიან ვიდეოში ჩნდებიან მთავარი გმირები: ჯეი დი (ზაკ ბრაფი), კრისტოფერ თერქი (დონალდ ფეისონი) და ელიოტ რიდი (სარა ჩოკი), ასევე კარლა ესპინოზა (ჯუდი რეიესი) და პერი კოქსი (ჯონ მაკგინლი).

ამერიკული კომედიურ-დრამატული სერიალი „კლინიკა“ ახალგაზრდა ექიმების შესახებ მოგვითხრობდა. პროექტი ბილ ლოურენსმა შექმნა. სერიალის პრემიერა 2001 წლის ოქტომბერში NBC- ზე შედგა. შოუს ახალი სერიების პრემიერა 25 თებერვალს გაიმართება.