ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი 33 წლის შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
წყვილი ფილმის „მხეცის გული“ - Heart of the Beast პრემიერას დაესწრო. 62 წლის მსახიობი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. ღონისძიება ტენესის შტატის ქალაქ ფრანკლინში, FirstBank-ის ამფითეატრში გაიმართა.
ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ურთიერთობა საზოგადოების ინტერესს მუდმივად იწვევს. წყვილი 2022 წლიდან ხვდება ერთმანეთს, თუმცა პირადი ცხოვრების დეტალებზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია მათი სამომავლო გეგმების შესახებ, მათ ქორწინებისა და საერთო შვილის ყოლის განზრახვა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
ბრედ პიტი მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული - ჯენიფერ ენისტონზე და ანჯელინა ჯოლიზე. ჯოლისთან განქორწინება 2024 წლის დეკემბერში დასრულდა. ყოფილ მეუღლეებს ექვსი შვილი ჰყავთ.
