თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
1743505380
46 წლის ჯოზეფ სტრენჯს ემინემის 25 დაუსრულებელი და გამოუქვეყნებელი სიმღერის მოპარვასა და გაყიდვაში ედება ბრალი. ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს.
სტრენჯმა ემინემის სტუდიაში სამსახური 2021 წელს დაკარგა. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავად სტრენჯი ბრალს არ აღიარებს.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ემინემის მუსიკა მყარ დისკზე ინახებოდა, რომელიც კოდით იყო დაცული. მყარი დისკები ემინემის სტუდიის სეიფში, დეტროიტში ინახებოდა.
სტუდიის თანამშრომლებმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მყარი დისკების მოპარვის შესახებ 2025 წლის იანვარში შეატყობინეს.
მათი თქმით, ემინემის გამოუქვეყნებელი მუსიკა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების და შექმნის პროცესშია, სხვადასხვა საიტებზე ხელმისაწვდომია, მაგალითად, Reddi-ზე და YouTube-ზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ ფაილები მყარი დისკიდან გარე მყარ დისკზე 2019 წლის ოქტომბერსა და 2020 წლის იანვარში გადაიტანეს. ამ პერიოდში სტრენჯი ემინემის სტუდიაში მუშაობდა.