„მეუღლეს დაშორდი?“ - თათა გიორგობიანის პასუხი
1792353291
კაილი ჯენერი Victoria’s Secret-ის 2026 წლის მოდის ჩვენებაზე პირველად გამოვიდა. რეალითი შოუს ვარსკვლავმა და ბიზნესმენმა პოდიუმზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო - მას ბრენდის ლეგენდარული Fantasy Bra ეცვა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჩვენება 18 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართა. კაილიმ ძვირფასი თვლებით გაფორმებული ბიუსტჰალტერი, გამჭვირვალე თეთრი მინი ქვედაბოლო, გამჭვირვალე ქუსლიანი ფეხსაცმელი და თეთრი ფრთები მოირგო. Fantasy Bra 4 410 ბუნებრივი ბრილიანტითაა გაფორმებული, მის ცენტრში კი 75,54-კარატიანი ყვითელი ბრილიანტია მოთავსებული.
სამკაულის შექმნაზე 15 ხელოსანი მუშაობდა და პროცესს 1 000 საათზე მეტი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ Fantasy Bra Victoria’s Secret-ის პოდიუმზე 2018 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. კაილის გამოსვლას აუდიტორიიდან მისი დედა, კრის ჯენერი და პარტნიორი, მსახიობი ტიმოთი შალამე, გულშემატკივრობდნენ.