პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თემურ მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და ზოგადად განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება.
იდენტიფიცირებულთა არაოფიციალური სია
გიორგი ყარალაშვილი; შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი მარიამ მაისურაძე; ნატო ჭელიძე და მისი შვილი ლუკა დუდაშვილი; დავით ბერიაშვილი; გენადი სულთანიშვილი; მეგი და გიგო გუტაშვილები; მარინა ხორბალაძე; ქეთევან ლობჟანიძე; სამირა ისაევა; ნინი კენჭაძე; ალინა პოლიკოვსკა; ქსენია ტრიჩევა დიტო ფირცხალავა; ნიკა ჩალაძე; თემურ ჩარკვიანი; სალომე ხეთაგური.
ასევე წაიკითხეთ:
,,სულ არ მაინტერესებს, ვის გააღიზიანებს ჩემი სიმართლე და ვის მოეწონება…" - რას წერს მამა პეტრე
VIDEO: ვინ არის ქართველი ექიმი, რომელიც ახალშობილებით ვაჭრობის საქმეში ფიგურირებს
VIDEO: მძიმე კადრები სტიქიის ზონიდან - მდინარემ სახლი წაიღო, ის ხიდს შეეჯახა და დაიშალა (ნორვეგია)
რა ვითარებაა რიკოთზე და რა სამუშაოები ტარდება - ნახეთ დეტალები