„ბიბლუსი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1740384316
რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება და მათი სტიქიის ზონიდან გამოყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდება.
„პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა მიაწოდეს კადრები, თუ რა ვითარებაა ამ წუთებში შოვში, სადაც მოქალაქეები მაშველებთან ერთად იმყოფებიან.
ვიდეოში ისმის მოქალაქის ხმა, რომელიც მაშველებს მადლობას უხდის.
„მადლობა ყველას, შეშა მოგვიტანეს, გვაჭამეს, დაგვაპურეს კარგად ვართ“,- ამბობს მოქალაქე.