VIDEO: მძიმე ღამე ბორჯომში - რა ხდება ადგილზე, სადაც ხანძარს მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალებიც ებრძვიან

borjomis xandzari

ბორჯომი კვლავ სტიქიის ზონაა. ტყის ხანძრის სალიკვიდაციო დღეს დილიდან განახლდა. პროცესში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ისე - ვერტმფრენები.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულნი. „

ხანძრის კერების ქრობის პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტში წუხელ გვიანობამდე გაგრძელდა.

ცეცხლის ჩაქრობას, რთულ რელიეფთან ერთად, კლიმატური პირობები - ქარიც ართულებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.