VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ონის მუნიციპალიტეტში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეექვსე დღეა, სამაშველო ღონისძიება გრძელდება.
მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში სპეციალური განათებებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. ამასთან, ადგილზე სამუშაოებს განაგრძობენ თავდაცვის ძალების სამხედროები. დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. ვრცელდება შემზარავი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორც ცდილობს მაშველი ადამიანების პოვნას.