VIDEO: ,,ეს ბიჭები ნამდვილად გმირები არიან!" - ძლიერი ხანძარი თბილისში

ხანძარი

თბილისში, ივერთუბანში ძლიერი ხანძარი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტოსახელოსნოს ეკიდა. ფაქტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ნიალა ჩხიკვაძე ავრცელებს და წერს:

,,ეს ბიჭები ნამდვილად გმირები არიან!!!
ცეცხლმოკიდებულ მანქანებთან შედიან!
#პოლიციელი გმირია!
#მეხანძრე გმირია!
არც მოვალეობა და არც ვალდებულება…
ეს ადამიანობაა!  
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
Gio Chkhikvadze შენ ჩემი პირადი გმირი ხარ!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. 

როგორც ,,პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

მათივე ცნობით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.