VIDEO: ამ წუთებში, ხანძარია სამგორის რაიონშიც

ხანძარი სამგორში

ამ წუთებში, კიდევ ერთი ხანძარია თბილისში.

ცეცხლი სამგორის რაიონში, ნაგავსა და მანქანის მეორად საბურავებს გაუჩნდა.

როგორც ,,პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, ხანძარს ებრძვიან შავნაბადას ტერიტორიაზე.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია. 

ხანძარია ზემო ავჭალაშიც.

დღესვე, ხანძარი იყო ძამას ხეობაში - დამწვარია, რამდენიმე სახლი. 

რაც შეეხება, ბორჯომს, ნახეთ, ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან.