საფრთხის დონე მაღალია... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1740335560
თბილისში, ვაზისუბანის მე-4 მიკროს მე-16 კორპუსში ხანძარი იყო. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილია 2 შუახნის ადამიანი, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარი.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.