უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე - შსს-ის განცხადება - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე

სტიქია გურიაში

გურიაში სტიქიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის გამოყვანილია 11 მოქალაქე. 

„გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.

სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.

მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე ნახეთ:

მაშველებმა სოფელ სუფსიდან, უვნებლად გამოიყვანეს მრავალშვილიანი ოჯახი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები

“ბევრჯერ წავიქცევი და ავდგები იქამდე, სანამ ბოლომდე არ გასახელებთ…” - ნინი შერმადინი

იპოვეს ერთი არასრულწლოვანის ცხედარი - შსს