მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
წყალტუბოს რაიონის სოფელი გეგუთის მეორე საჯარო სკოლა ძალზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. "პრაიმტაიმთან" გაკეთებული კომენტარის თანახმად, მეხუთეკლასელი გოგონა, ანა-მარია ბაბუნაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას, გეგუთი-ქუთაისის გზაზე ემსხვერპლა. თანასოფლელების თქმით, მძიმეა გოგონას დის მდგომარეობა... ავტომობილში ისხდნენ გოგონების მამა და ბებიაც...
"უმძიმესი დღეა გეგუთის ნომერ 2 საჯარო სკოლისათვის. ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი მეხუთე კლასის მოსწავლე, ანა-მარია ბაბუნაშვილი. მძიმეა მასზე წარსულში საუბარი. ის განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით, პასუხისმგებლობით და გონიერებით გამოირჩეოდა.
ჩვენო ციმციმა გოგონა, უფალმა გაანათლოს შენი სპეტაკი სული" - წერია სკოლის ფეისბუქგვერზე.