1746733863
უბედური შემთხვევა - მანქანა ქალს დაეჯახა

ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მანქანა ქალს დაეჯახა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაყვანა. ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, ალექსანდ თოროსიანი გამოცემასთან ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.