თურქეთში სასკოლო ავტობუსი ამოტრიალდა, რომელშიც 28 მოსწავლე იჯდა

თურქეთში სასკოლო ავტობუსი ამოტრიალდა

თურქეთში, ქალაქ კონიაში, სასკოლო ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 28 სკოლის მოსწავლეა. ი

შემთხვევა ბეიშეჰირი-ანტალიას გზაზე მოხდა. მათივე ცნობით, ავტობუსის გადატრიალების მიზეზი ნაწვიმარი გზა გახდა. ავტობუსის მძღოლმა მართვა დაკარგა, ტრანსპორტი მოცურდა და ამოტრიალდა.

ავტობუსის დაშავებული მძღოლი და 28 მოსწავლე ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.