ვანგას წინასწარმეტყველება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე
1750707757
ჩინეთში, გუიჯოუს პროვინცია წყალდიდობამ დაზარალა. ძლიერი წვიმების გამო, რამდენიმე მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პროვინციის ორმა ქალაქმა, კონძიანგმა და რონძიანგმა, რომელთა მოსახლეობაც 300 000-ს აჭარბებს, სამშაბათს სწრაფად ადიდებული მდინარეების გასწვრივ და დაბლობ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გაქცევისკენ მოუწოდეს.
მედიის ცნობით, გასული კვირიდან მოყოლებული, გუიჯოუს მთიან პროვინციასა და სამხრეთ ჩინეთის სხვა ნაწილებს, ძლიერი წვიმები დაატყდა თავს, რადგან აღმოსავლეთ აზიის ყოველწლიური მუსონური წვიმები გაძლიერდა და ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში ნალექის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში წყალდიდობები ჩინეთში უცხო არ არის, ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება უფრო ძლიერ და ხშირ ნალექებს იწვევს.